იაპონიისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა
ეკონომიკური ურთიერთობები
ამჟამად იაპონიასა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიური არ არის. მეორის მხრივ, საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ლიბერალურ ეკონომიკას და ვაჭრობას, შეიქმნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ფოთსა და ქუთაისში. აგრეთვე, იმართება მოლარაკებები ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი ელემენტი არის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა. გარდა ამისა, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო ცნობილია როგორც კორუპციის დაბალი დონის მქონე ქვეყანა. ამ დადებითი ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რათა სამომავლოდ გახდეს იაპონური ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ქვეყანა. ორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განსავითარებლად 2008 წლის აგვისტოში დაარსდა იაპონურ-ქართული ეკონომიკური კომიტეტი.
ეკონომიკური თანამშრომლობა
საქართველო არის იაპონური იენის სესხის, საგრანტო დახმარების, და სხვა დახმარების მიმღები ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. საქართველოს მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების დროული გადაჭრა, როგორებიცაა პროფესიონალი კადრების ნაკლებობა, მოძველებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და გარემოს დაბინძურება. ასევე ქვეყანას სჭირდება დახმარება დემოკრატიზაციის და საბაზრო ეკონომიკის დაარსების პროცესში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად. 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, იაპონიის მთავრობამ UNHCR-ის მეშვეობით გამოჰყო 1 მილიონი აშშ დოლარი როგორც გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება იძულებით გადაადგილებული პირებისათვის. ამავე წლის ოქტომბრის თვეში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, იაპონიამ გამოჰყო 200 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს რეაბილიტაციისთვის. აღნიშნული თანხები მოხმარდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდასაჭერად, და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესებას.
ქვეყნის დახმარების პოლიტიკა საქართველოსთვის
სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის
გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების და კულტურული პროექტები (GGP/GCGP)
იაპონია დიდ მნიშვნელობას უთმობს გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების და კულტურულ პროექტებს, რომელთა მიზანი საქართველოს ხელმოკლე მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებაა.